გაზრდილი ექსპორტი და შემცირებული იმპორტი - რას ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში

2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, სომხეთში ექსპორტი გაიზარდა, ქვეყნიდან იმპორტი კი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ სომხეთში ექსპორტიდან 787,129 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წინა წელს 584,232 მლნ აშშ დოლარის. აქედან გასულ წელს რეექსპორტზე 80%-ზე მეტი, კერძოდ, 630,790 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს საქართველოდან 335,917 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წელს 613,697 მლნ აშშ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ სომხეთში.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 171,034 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 50,749 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 26,578 მლნ აშშ დოლარი
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 17,351 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 4,572 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 298,552 მლნ აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 25,543 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 23,116 მლნ აშშ დოლარი
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19,615 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 12,870 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

ნინი ქეთელაური