შარშან რეკორდული რაოდენობის, 81,6 მლნ აშშ დოლარის ბრაზილიური ხორცი ვიყიდეთ

2023 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ბრაზილიური ხორცი იყიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 81,615 მლნ აშშ დოლარის ხორცი და მისი სუბპროდუქტები შემოვიდა, რაც წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2022 წელს ბრაზილიიდან 57,540 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, 2021 წელს - 36,723 მლნ აშშ დოლარის, 2020 წელს - 33,882 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, 2023 წელს საქართველოში ჯამში 193,262 მლნ აშშ დოლარის ხორცი და ხორცის სუბპროდუქტები შემოვიდა, რაც ასევე, გასულ წლებთან შედარებით რეკორდია. აქედან 42,2% ბრაზილიაზე, 9,5% კი, ჩინეთზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ხორცის და სუბპროდუქტების იმპორტიორი ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  • ბრაზილია - 81,615 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 18,446 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 17,835 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 12,744 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 11,873 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური