„დამიკავშირდნენ ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან - ურთულესი დიაგნოზები, საერთოდ არ ფინანსდება“

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" ინფორმაციით, 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას, „დიარჯით“არ ფინანსდება.

როგორც „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ აღნიშნა, ოფთალმოლოგიური ოპერაციები გათიშულია.

„გუშინ დამიკავშირდნენ ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან „დიარჯის“ მუშაობით, რადგან, 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, როგორიც არის გლაუკომა, ბადურის ათლა და რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას, საერთოდ არ ფინანსდება ამ ეტაპზე. 15 დეკემბრის შემდეგ ოფთალმოლოგიური ოპერაციები გათიშულია. მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს, ესეც ელექტრონული ხარვეზია, თუ რაიმე სხვა. მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ოფთალმოლოგიური ოპერაციები გარკვეული ხარვეზების გამო „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან არ ფინანსდება“,- აღნიშნა ლოლუამ მედიაცენტრ "მთავარში".