მსოფლიო ბაზრებზე საწვავი ძვირდება

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობოს ფონზე მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი იზრდება. თბილისის დროით 14:00 საათზე brent-ის ტიპის საწვავი 83,35 დოლარი ღირს, ერთი ბარელი ამერიკული WTI-ის ტიპის საწვავი კი 77,80 დოლარი.

საწვავის ფასმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც იორდანიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დრონების თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა.

გარდა ამისა, საერთაშორისო ანალიტიკოსები ფასების ზრდის კიდევ რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის, აშშ-ში ნავთობის მარაგების და წარმოების შემცირებას. დამატებით დადებით ფაქტორად ასახელებენ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაღალ საპროგნოზო მაჩვენებლებს.