რამდენია საქართველოს საკუთარი წარმოების წილი FMCG გაყიდვებში - ქვეყნების TOP 11

გალტ & თაგარტმა სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში, საკუთარი წარმოების წილი, FMCG გაყიდვებში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, თუმცა მისი 20 %-მდე ზრდა, 2028 წლისთვისაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი წარმოების, იგივე Private Label-ის წილი, მთლიან გაყიდვებში მეტად მნიშვნელოვანი ინდიკატორია განვითარებული ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის, ეს მაჩვენებელი კი 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 8.9%-ია.

დიდ ბრიტანეთში, საკუთარი წარმოების წილი, მთლიან გაყიდვებში 50.9%-ს შეადგენს და იგი ფაქტობრივად ლიდერობს ევროპაში.

ამავე მაჩვენებლით, 11 საუკეთესო ქვეყნის სია კი შემდეგნაირია:

  • დიდი ბრიტანეთი - 50.9%;
  • ჰოლანდია - 43.7%;
  • პორტუგალია - 42.2%;
  • ბელგია - 38.7%;
  • საფრანგეთი - 37.8%;
  • გერმანია - 33.7%;
  • იტალია - 30.5%;
  • ესპანეთი - 29.2%;
  • ჩეხეთი - 28.0%;
  • შვედეთი - 25.1%;
  • პოლონეთი - 21.1%.

ბაჩანა ტყემალაძე