„ერთ ბინაზე რომ რეკავდა 5-10 ადამიანი, ახლა 1-2 ზარი შემოდის“- რამდენი პროცენტით გაიაფდა ქირა

ბინების დაქირავებაზე მოთხოვნა, შესაბამისად, ფასები შემცირებულია. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ უძრავი ქონების აგენტი ტატო ტარიელაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 1 ბინაზე 5-10 ადამიანი რეკავდა, ახლა მხოლოდ 1-2 ზარი ხორციელდება. აღნიშნულმა კი, ფასი, დაახლოებით 30-ით შეამცირა.

„ასე თუ ისე, მაინც ქირავდება. უცხოელების მხრიდან არის დაინტერესება, მაგრამ ქირაზე მოთხოვნა შემცირებულია. უცხოელებიც ერთი და ორი დღით ხომ არ ქირაობენ, ხშირ შემთხვევაში, 6 თვით, 1 წლით ქირაობენ და უკვე განაწილებულები არიან. რაღაც ეტაპზე შეიძლება, ისევ წამოვიდეს მოთხოვნა. მაგალითად, ერთ ბინაზე რომ რეკავდა 5-10 ადამიანი, ახლა 1-2 ზარი შემოდის. რა თქმა უნდა, ეს ფასებზეც აისახა, რაც უფრო ნაკლებია მოთხოვნა, მით დაბალია ფასი. ამ ეტაპზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით არის დაქირავების ფასი შემცირებული“,- ამბობს ტატო ტარიელაშვილი.

ნინი ქეთელაური