Reuters - ბელგიელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ზებრუგეს პორტის ბლოკირებას აპირებენ - ფერმერთა აქციები იმართება საფრანგეთსა და გერმანიაშიც

ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის წინააღმდეგ ფრანგი ფერმერების პროტესტს ბელგიელი ფერმერებიც შეუერთდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ისინი გეგმავენ ზებრუგეს პორტის ბლოკირება მოახდინონ და გემებს კონტეინერების გადაზიდვის საშუალება არ მისცენ.

აქტივისტები საწვავის ფასის ზრდასა და უცხოური იაფი პროდუქციის მასობრივ იმპორტსაც აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას და ბიუროკრატიას აპროტესტებენ.

ფერმერებმა ტრაქტორებით პარიზის გარშემო არსებული საავტომობილო გზები გადაკეტეს.

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ფერმერებს დიზელის საწვავის სუბსიდირებას არ შეუწყვეტს და ევროკავშირისგან ეკოლოგიური ნორმის დაცვას მოითხოვს, თუმცა ფერმერები ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

2023 წლის დეკემბრიდან აქციებს მართავენ გერმანელი ფერმერებიც.