გასულ წელს თბილისის მერიამ 219 ინდივიდუალური საცხოვრებელი “დაიწუნა“

გასულ წელს თბილისის მერიამ 2019 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დაახარვეზა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2023 წელს კერძო სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, ჯამში 807 განაცხადი შევიდა.

„2023 წელს, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით შესულია 807 განცხადება, აქედან ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 588, ხოლო 219 ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით განმცხადებლებს ეთქვათ უარი“,- აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

ნინი ქეთელაური