"ვმუშაობთ შსს-სთან ერთად" - თბილისში ხმაურის დამდგენი დეტექტორები დამონტაჟდება

თბილისში ხმაურის დამდგენი დეტექტორები დამონტაჟდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს დედაქალაქის მასშტაბით იმ უბნების განსაზღვრა, სადაც ეს დეტექტორები დამონტაჟდება.

კახა კალაძის განცხადებით, ავტომობილების მიერ ხმაურის დადგენილი ნორმების გადაჭარბება, განსაკუთრებით საღამოს საათებში წარმოადგენს პრობლემას, შესაბამისად, ეს დეტექტორები გამოავლენს დარღვევას და ავტომობილები, რომლებიც ხმაურის დადგენილ ნორმებს გადააჭარბებენ, დაჯარიმდებიან.

თაია არდოტელი