ნიკოლოზ გაგუა სავალუტო ფონდის ექსპერტი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესპრესნიუსთან", თავად ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

"სავალუტო ფონდის მოკლევადიანი ექსპერტობა ნიშნავს, რომ როცა დააინტერესებს სავალუტო ფონდს ჩემი კვალიფიკაცია, ისინი გამომიძახებენ და სხვადასხვა ქვეყანაში მოკლევადიანი ვიზიტით წავალ, რათა კონსულტაციები ჩავუტარო კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლებს. ასეთი გამოცდილება უკვე მქონდა გასული წლის ნოემბერსი. ვიმუშავებ მაკროფისკალურ პოლიტიკაზე, ვალის მართვასა და კაპიტალის ბაზარზე.", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ "ბიზნესპრესნიუსთან"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 2 აგვისტოს, ნიკოლოზ გაგუამ ვიცე პრეზიდენტის ადგილი დაიკავა, სადაც იგი თანამდებობაზე 2023 წლის 27 ნოემბრამდე იმყოფებოდა, სანამ ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სამივე ვიცე პრეზიდენტმა არ მიიღო.

ბაჩანა ტყემალაძე