Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6685 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6685 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6698 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 1-ლი თებერვლის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6771 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8902 ლარია.