რა გაიაფდა იანვარში ყველაზე მეტად

2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.0 % შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა - წიწიბურა, კარტოფილი და ანტიბიოტიკები.

კერძოდ:

  • წიწიბურა - 40,2%
  • კარტოფილი - 36,8%
  • ანტიბიოტიკები - 36,4%
  • მზესუმზირის ზეთი - 25,6%
  • ხახვი - 20%
  • მარგარინი - 19,1%
  • ნათურა - 18,3%
  • კონდიციონერი - 18,2%
  • მანანის ბურღული - 16,5%
  • ელექტროჩაიდანი - 15,9%
ნინი ქეთელაური