უზბეკური ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

უზბეკური ავიაკომპანია CentrumAir Aviation საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს.

რეისები შემდეგი მიმართულებებით შესრულდება:

  • ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტი
  • ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტი

ცნობილი ხდება, რომ თბილისიდან ფრენები 2024 წლის 1 აპრილიდან დაიწყება და კვირის პირველ და მე-4 დღეებში შესრულდება. რაც შეეხება ბათუმს, ამ მიმართულებით ფრენები 7 მაისიდან დაიწყება. რეისები კვირის მე-2 და მე-5 დღეებში შესრულდება.

ეკა დარჩიაშვილი