როგორ გამოიყურება დღეს  მიტოვებული მიწისქვეშა მეგაპროექტები

ბირთვული ბუნკერებიდან დაწყებული ფარული ბაზებით დასრულებული - მთელ მსოფლიოში მიწისქვეშა ნაგებობების დიდი რაოდენობაა, რომლებსაც თავის დროზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდათ და დიდი ბიუჯეტიც იყო გამოყოფილი, თუმცა დღეს უმოქმედოა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე განსაცვიფრებელ მიწისქვეშა პროექტს, რომლებიც დღეს მიტოვებულია:

გრენლანდია: ბანაკის საუკუნე

ეს ფარული ბირთვული კვლევითი ობიექტი აშშ-მა 1959-1960 წლებში, გრენლანდიის ყინულის ქუდის ქვეშ ააშენა. სამეცნიერო კვლევების ბაზა ასევე იყო საიდუმლო პროექტის Iceworm-ის ნაწილი და შექმნილი იყო სსრკ-ს წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების შესანახად და გასაშვებად კონფლიქტის შემთხვევაში.

პროექტი 7,9 მილიონი დოლარი დაჯდა, დღევანდელი ფულით 70 მილიონ დოლარზე მეტი და შედგებოდა 21 გვირაბისგან, რომლებიც 3,1 კმ-ს მოიცავს. იგი მიატოვეს 1966 წელს დანიის პროტესტის შემდეგ. ექსპერტებმა გააცნობიერეს, რომ ყინულის ქუდი ნაკლებად სტაბილური იყო, ვიდრე თავდაპირველად ითვლებოდა.

grenla-1706943086.jpg

ჩიკაგო, აშშ: ზესადგურის 37-ე ბლოკი (Block 37 Superstation)

ქალაქ ჩიკაგოს ბრალი დასდეს გადასახადის გადამხდელთა ნაღდი ფულის გაფლანგვაში მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრში Block 37 CTA Superstation-ის აგებაში 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

თუმცა, პროექტის ნაწილი მაინც განხორციელდა და აშენდა ფუტურისტული აეროპორტი, რომელიც დღეს მიტოვებულია.

ზესადგურზე მუშაობა, რომელიც იქნებოდა ო'ჰარის საერთაშორისო აეროპორტიდან ექსპრეს მატარებლების ცენტრის ტერმინალი, 2005 წელს დაიწყო. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ექსპრეს სერვისი არ განხორციელდებოდა და 2011 წელს ქალაქმა შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები. მთლიანობაში, ითვლება, რომ მეგაპროექტზე 518 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

chikag-1706943239.jpg

ჩინეთი: 816-ე ბირთვული სამხედრო სადგური

ჩინეთის სიჩუანის მთების ქვეშ იმალება პლანეტაზე ყველაზე დიდი ხელოვნური გვირაბი და გამოქვაბული. ათიათასობით მუშის აგებული გვირაბების უზარმაზარი ქსელი თითქმის 22,5 კმ-ს მოიცავს.

18-დან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოქვაბული, მილიონ კვადრატულ ფუტს აღემატება. მთლიანობაში, მიწისქვეშა კომპლექსს აქვს 13 დონე.

საიდუმლო სტრუქტურის აგება ჩინეთის მთავრობამ 1960-იან წლებში დაიწყო. ობიექტში განთავსებული იყო ატომური ქარხანა, რომელსაც შეეძლო პლუტონიუმის წარმოება.

1980-იანი წლების დასაწყისში, პროექტი გაუქმდა. დღეს მიტოვებული კომპლექსი ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. მეგაპროექტის ღირებულება 3 მილიარდ დოლარზე მეტია.

chinet-1706943332.jpg

ყირიმი: ბალაკლავას მიწისქვეშა წყალქვეშა ბაზა 825 GTS

ცივი ომის პერიოდის კიდევ ერთი საიდუმლო სამხედრო ობიექტი, ბალაკლავას მიწისქვეშა წყალქვეშა ბაზა 825 GTS 1957 წლიდან 1961 წლამდე საბჭოთა კავშირის დროს, ყირიმში კლდის ქვეშ 122 მ სიღრმეში აშენდა. მას შეეძლო 100-კილოტონიანი ბირთვული ბომბის პირდაპირი დარტყმისთვის გაეძლო.

1993 წელს კომუნიზმის დაცემის შემდეგ პროექტი მიატოვეს და გაძარცვეს. 2003 წელს ის ბალაკლავას საზღვაო მუზეუმად გადაკეთდა.

yirim-1706943419.jpg

საფრანგეთი: მაგინოს ხაზი (Maginot Line)

პროექტს სახელი იმდროინდელი საფრანგეთის მინისტრის, ანდრე მაგინოს პატივსაცემად ეწოდა. ეს არის 1930-იან წლებში აშენებული ნახევრადმიწისქვეშა ბეტონის სასაზღვრო ციხესიმაგრეების სერია, რომლებიც დაკავშირებულია მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბებით.

საფრანგეთის მთავრობამ მის მშენებლობაზე დახარჯა 3 მილიარდი ფრანკი, რაც დღეს 4 მილიარდ დოლარზე მეტია. პროექტი ცივი ომის დროს მოძველდა და 1960-იან წლებში მიატოვეს.

safrang-1706943511.jpg

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი