რეკორდული შემოსავალი ტურიზმიდან - რომელი ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში?

გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 4 125 300 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 3 516 600 000 აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება ქვეყნებს, დანახარჯების მიხედვით ლიდერობს რუსეთი - 938,4 მლნ დოლარით; მას მოსდევს თურქეთი - 631 მლნ დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზეა ისრაელი, რომლის მოქალაქეებმაც საქართველოში გასულ წელს 308.1 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.

2023 წელს ქვეყნების მიხედვით, საქართველოს მიერ მიღებული შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან, ასეთი იყო:

  • რუსეთი - 938,4 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 631 მლნ აშშ დოლარი;
  • ისრაელი - 308.1 მლნ აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 183,5 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 161.3 მლნ აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 142.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ირანი - 128.3 მლნ აშშ დოლარი;
  • ბელარუსი - 102.6 მლნ აშშ დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 100.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ევროკავშირის ქვეყნები - 549.6 მლნ აშშ დოლარი;
  • დანარჩენი ქვეყნები - 879.2 მლნ აშშ დოლარი.

თაია არდოტელი