ძველი პირადობის ID ბარათებით შეცვლას უსასყიდლოდ შეძლებთ - ვის შეეხება შეღავათი

2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები ელექტრონულით უსასყიდლოდ ჩანაცვლდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ელექტრონული პირადობებით ჩანაცვლება მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს.

„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმებებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მერი ტაბატაძე