ვარდების მოედანზე  დელტა დამრტყმელ-სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენს წარადგენს

"დელტა" საზოგადოებას 15 ახალ ნაწარმს წარუდგენს, მათ შორის ქართულ მრავალფუნქციურ უპილოტო ვერტმფრენს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი "დელტამ" საკუთარი წარმოების დამრტყმელ-სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენი გამოფინა.

ვერტმფრენის შემუშავება 2013 წელს დაიწყო და დღეს უკვე პირველი პროტოტიპია სახეზე. ვერტმფრენის კონსტრუქტორები და მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ ეს მაღალტექნოლოგიური პროექტი მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

"სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ნატო-ს სტანდარტით დამზადებულ ჯავშანტექნიკას, სხვადასხვა დანიშნულების იარაღს, თავდაცვით საშუალებებს, პოლიციურ აღჭურვილობასა და ახალ პროდუქციას წარადგენს. "დელტა" საზოგადოებას 15 ახალ ნაწარმს წარუდგენს, მათ შორის ქართულ მრავალფუნქციურ უპილოტო ვერტმფრენს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

bpn