2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები და მიმართულებები

მსოფლიოს ტექნიკური განვითარების და ინდუსტრიული რევოლუციის პარალელურად, სამუშაო ბაზარზე ელვის სისწრაფით ჩნდებიან და ქრებიან სხვადასხვა პროფესიები, სამუშაო ადგილები და ახალი მიმდინარეობები, რომელთა შესწავლა და დაუფლებაც შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის მომტანი იყოს.

ასევე ხშირია შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტულ ეპოქაში, უკვე წლების განმავლობაში არსებულ პროფესიაზე მოთხოვნა გარკვეული საჭიროების და სიტუაციის გამო იზრდება, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით არსებული ხელფასები და შემოსავალიც საგრძნობლად იზრდება.

აშშ-სა და ზოგადად, განვითარებული ქვეყნების სამუშაო ბაზარზე, საშუალო ხელფასით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მიმართულებად ფინანსები და საბანკო საქმე ითვლება.

ფინანსები და საბანკო საქმე

ფინანსური ინდუსტრია მრავალმხრივია და იგი მოიცავს კომერციულ, თუ საინვესტიციო ბანკებს, მარეგულირებელ ორგანოებს, სადაზღვევო ფირმებს და აქტივების მართვას, ვინაიდან ფინანსები ნებისმიერი ორგანიზაციის ოპერაციების განუყოფელი ასპექტია, ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებს ასევე შეუძლიათ ფინანსების გარეთ დასაქმდნენ.

ფინანსურ სფეროში რამდენიმე ძირითად როლს გამოჰყოფენ, ესენია:

  • ფინანსური დირექტორი - საშუალო ხელფასი წლიურად 435 559 დოლარი;
  • ფონდის მენეჯერი - საშუალო ხელფასი წლიურად 139 033 დოლარი;
  • კერძო კაპიტალის პარტნიორი - საშუალო ხელფასი წლიურად 107 039 დოლარი

საინფორმაციო ტექნოლოგიები - IT

ტექნიკური ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და გავლენას ახდენს მუშაობის მრავალ ასპექტზე, ყველა ინდუსტრიასა და ჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მეტიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის საერთო კაპიტალი დღევანდელი მონაცემებით 4.6 ტრილიონ დოლარს შეადგენს და მოიცავს ისეთ როლებს, როგოორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, ტელეკომი, ხელოვნური ინტელექტი, მანქანათმცოდნეობა და კიბერუსაფრთხოება. იმის გამო, რომ IT სექტორი ძალიან ფართოა, ახალბედებსაც კი ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და გაიზარდონ კარიერულად.

  • პროდუქტის მენეჯერი - საშუალო ხელფასი წლიურად 79 352 დოლარი;
  • მონაცემთა ანალიტიკოსი - საშუალო ხელფასი წლიურად 144 512 დოლარი;
  • წამყვანი AI ინჟინერი - საშუალო ხელფასი წლიურად 178 915 დოლარი.

ჯანდაცვა

ჯანდაცვის ინდუსტრია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი სფეროა, რომელიც ისეთ დაწესებულებებს მოიცავს, როგორიცაა საავადმყოფოები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები და ა.შ. Yahoo Finance-ის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის ინდუსტრია 2027 წლისთვის, 9816.85 მილიარდ დოლარად შეფასდა.

  • მთავარი ქირურგი - საშუალო ხელფასი წლიურად 432.400 დოლარი;
  • ანესთეზიოლოგი - საშუალო ხელფასი წლიურად 426 800 დოლარი;
  • სამედიცინო დირექტორი - საშუალო ხელფასი წლიურად 322 484 დოლარი.
ბაჩანა ტყემალაძე