”უახლოეს მომავალში საქართველოში ინტერნეტბიზნესი საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწევს”

საქართველოში ინტერნეტბიზნესი იზრდება და უხალოეს მომავალში ის კიდევ უფრო განვითარდება. ამის შესახებ ციფრულმა მარკეტოლოგმა, გურამ თათეშვილმა პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ინტერნეტბიზნესში ზრდის ტენდენციები ნამდვილად შეინიშნება და კომპანიებმაც მეტად გააანალიზეს ინტერნეტის მნიშვნელობა. ”ინტერნეტბიზნესი და ინტერნეტში რეკლამის განთავსება საკამოდ საინტერესო თემაა. ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ეს სექტორი ზოგადად, მზარდი სექტორია. საქართველოში აშკარად შეინიშნება ზრდის ნიშნები. მახსოვს პერიოდი, როდესაც ვებ-გვერდზე 20 ათასი უნიკალური მომხმარებელი ძალიან დიდი მაჩვენებელი იყო და ლიდერი იყავი, თუ ეს მაჩვენებელი გქონდა. ახლა უკვე ეს მაჩვენებელი, ხშირ შემთხვევაში, 100 ათასს სცდება. ინტერნეტიზაციის დონე საქართველოში იწევს, შესაბამისად, მომხმარებლების რიცხვიც იზრდება და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ მომხმარებლების ათვისება. ბოლო პერიოდში, რაც სატელევიზიო რეკლამა დაიბლოკა და უფრო გაძვირდა კომპანიებისთვის, დიდი კომპანიები ცდილობენ, მოიძიონ ინტერნეტმარკეტოლოგები. ამ მხრივ ვაკანსიები კიდევ უფრო ხშირად ჩნდება. რაც იმ ფაქტორზე მიანიშნებს, რომ კომპანიები დაფიქრდნენ და უფრო გააანალიზეს ინტერნეტის მნიშვნელობა,”- აღნიშნა გურამ თათეშვილმა.

ციფრულმა მარკეტოლოგმა გადაცემა ”საქმეში” მცირე ბიზნესისთვის ინეტრნეტში რეკლამის განთავსების უპირატესობაზეც ისაუბრა.

”მცირე ბიზნესს შეუძლია, თუნდაც სოციალურ ქსელებში რეკლამირებით, ან სხვა ტიპის ვებ-გვერდებზე რეკლამირებით კონკურენცია ბრენდებს გაუწიოს. როდესაც ინტერნეტრეკლამას უშვებ, ძალიან ბევრი ხელსაწყო არსებობს, რომლის მიხედვითაც შეგიძლია სეგმენტირება გააკეთო და კონკრეტული აუდიტორიაზე კონცენტრირებით, ზუსტი მესიჯი გაუშვა ზუსტი ტექსტით. ეს შეიძლება, ძალიან იაფი დაჯდეს და ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს. ამიტომ ინტერნეტრეკლამა ზოგადად, მცირე ბიზნესისთვის მისაღები ვარიანტია. როცა ორიენტირებული ხარ შემოსავალზე, რომ ეს ფული კიდევ ჩადო ბიზნესში, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ეს მიმართულება გამოიყენო”, - აღნიშნა გურამ თათეშვილმა.

რაც შეეხება ინტერნეტში რეკლამის განთავსების გზებს, ციფრულმა მარკეტოლოგმა შემდეგ საშუალებებს გაუსვა ხაზი: ”ძალიან მარტივია სოციალურ ქსელებში კონკრეტული რეკლამების გაშვება, ეს ხელსაწყოები უკვე ათვისებულია, ასევე ძალიან ბევრი ვიდეო გაკვეთილია შექმნილი, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ასევე ”გუგლის” ძალიან კარგი სარეკლამო სისტემა, რომლის გამოყენება ქართველ მოხმარებელსაც შეუძლია. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, უცხოური ხელსაწყოების თავისებურებები. ასევე ქართული ტიპური ვებ-გვერდები, რომლის მფლობელებსაც პირდაპირ შეიძლება დაუკავშირდეთ და განათვსოთ რეკლამა”, - განაცხადა გურამ თათეშვილმა პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში”. 

იხილეთ ვიდეო

bpn