„1 საათი 18 ევრო“ - პარიზში დიდი ზომის მანქანებისთვის პარკირების ტარიფი გასამმაგდება

პარიზმა მხარი დაუჭირა მძიმე და მასიური მანქანების პარკირების ფასის გასამმაგებას, რაც მიზნად ისახავს საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში SUV ტიპის ავტომანქანების რაოდენობის ზრდას.

ახალი რეგულაციების თანახმად, ბენზინის, დიზელის და ჰიბრიდულ ძრავებზე მომუშავე მანქანები, რომლებიც იწონიან 1600 კგ-ზე მეტს და ასევე ელექტრომობილებს, რომლებიც იწონიან 2000 კგ-ზე მეტს, პარკირებისთვის სამჯერ მეტის გადახდა მოუწევს.

აღნიშნული მანქანების მძღოლები, საათში 18 ევროს გადაიხდიან ქალაქის ცენტრის პარკირებისთვის, ხოლო ქალაქის სხვა ადგილებში, 12 ევროს.

პარიზის მერმა, ენ ჰიდალგომ ამ გადაწყვეტილებას ქალაქის ნათელი არჩევანი უწოდა და ტარიფი სოციალური სამართლიანობის ფორმას შეაფასა.

„ეს ახალი რეგულაცია ძვირადღირებულ მანქანებს უფრო შეეხებათ, რომლებსაც ის ადამიანები მარტავენ, რომლებიც არ არიან ჩართულნი კლიმატის გაუმჯობესებისკენ განხორციელებულ მოქმედებებში“, - განაცხადა მერმა.

შეღავათები დაწესდა კომერციულ მანქანებზე, მათ შორის, ტაქსებსა და ინვალიდებზე.

პარიზის გარდა, პარკინგის გადასახადი შესაძლოა ლონდონშიც გაძვირდეს. ქალაქის მერმა, სადიკ ხანმა პარასკევს განაცხადა, რომ იგი განიხილავს გადასახადის გასამმაგებას მძიმე, მასიური მანქანსებისთვის.

ბაჩანა ტყემალაძე