წვიმამ და ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

წვიმამ და ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ქარმა სახლებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია 14 სახლი.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივ. აბონენტების ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის და გაზის გარეშეა დარჩენილი.