“ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ?“  - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს

„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე. საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ? ქვეყნის წინაშეე დანაშაულის გამო უშვებთ თუ კიდევ სხვა მიზეზებია?" - ასე დაიწყო პრეზიდენტმა მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

"როგორ აპირებთ ერთპიროვნული მმართველობიდან დემოკრატიული მართვის მოდელზე გადასვლას და როდის?

საზოგადოება თქვერნგან პასუს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს? მაშინ, როცა ერთი მხრივ ებრძვით ნაციონალურ მოძრაობას, მეორე მხრივ კი მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ?“ - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ მოხსენებას უკანასკნელად წარადგენს.

ეკა დარჩიაშვილი