საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერებისთვის ქარსაცავი ზოლების პროექტირებასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი

საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სააქციო საზოგადოება „მარანი “-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ქარსაცავი ზოლების მოწყობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი სიკეთეების პოპულარიზაციის მიზნებისთვის ითანამშრომლებენ. ასევე, გაუწევენ მას ლობირებას, როგორც სამთავრობო, დონორულ და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, მისი წევრი და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის „მარანი“ უზრუნველყოფს შესყიდული ქარსაცავი ხეებისა და ქარსაცავი ზოლის პროექტირებასთან დაკავშირებულ ექსპერტულ კონსულტაციასაც.

სააქციო საზოგადოება „მარანი“მსხვილ დანიურ ინვესტიციას წარმოადგენს, რომელმაც რეგიონში პირველი ჰიბრიდული ჯიშის ალვის ხეების პლანტაციების პროექტი განახორციელა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.