სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი დაჩქარდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში სესხები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ამასთანავე, დეკემბერში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი დაჩქარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 4.3 პროცენტული წილი შეიტანა.

„დეკემბერში ლარით დაკრედიტება წლიურად 17%-ით, 28.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17.3%-მდე გაიზარდა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ძირითადად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში 10.4 პროცენტული პუნქტია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ანგარიშში.