რა ჯდება ბინის რემონტი - „ყველაზე ძვირადღირებული სივრცეები აბაზანა და სამზარეულოა“

ბინის რემონტი არა მხოლოდ დიდ დროს, ბევრ ფიქრსა და გარკვეულ გამოცდილებას უკავშირდება, არამედ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინანსურ ხარჯებს აქვს. შესაძლოა, სამუშაოების დაწყებამდე საოცნებო სივრცე წარმოსახვაში უკვე არსებობდეს, მაგრამ თქვენი ბიუჯეტი ამისთვის მზად არ აღმოჩნდეს.

სწორედ იმისთვის, რომ საცხოვრებელი ბინის რემონტი მოულოდნელად ფინანსური „გაჭედვის“ მიზეზი არ გახდეს, აღნიშნულ საკითხში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიის T-studio-ს წარმომადგენელს გავესაუბრეთ.

როგორც ის აღნიშნავს, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, ყველაზე ძვირადღირებულ სივრცეებად აბაზანა და სამზარეულო მოიაზრება. ისე კი, რემონტის ხარჯის მთავარი განმაპირობებელი ბინის კონდიციაა.

kitch-2-jpg-fasgfaga-1707225454.jpg

სტანდარტულად, საიდან იწყება ბინის რემონტის ღირებულება, 1 კვ.მ-ის ფასი რომ გვითხრათ და სადამდე მერყეობს?

ბინის კვ.მ-ის ღირებულება დამოკიდებულია მის კონდიციაზე. მწვანე კარკასის შემთხვევაში კვ.მ-ის ღირებულება იწყება 190$-დან, თეთრი კარკასის - 230$-დან, ხოლო, შავი კარკასის კონდიციით 270$-დან.

რაც შეეხება კვ.მ-ის მაქსიმალურ ღირებულებას, თქმა თითქმის შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ პრემიუმ ხარისხის რემონტს ზღვარი არ აქვს. აქ ბევრი ნიუანსი დამოკიდებულია უკვე უშუალოდ დამკვეთის მოთხოვნებზე.

რა განაპირობებს ფასს? რა შემთხვევაში ჯდება უფრო იაფი და ძვირი?

ხდება ფართის ზუსტი ღირებულების დათვლა. კერძოდ, მისი კვადრატულობიდან გამომდინარე, მცირე ფართი ზრდის, ხოლო დიდი ამცირებს კვ.მ-ის ღირებულებას. ასევე, ფასის განმაპირობებელია შერჩეული მასალების მწარმოებელი ქვეყანა და ხარისხი.

liv-room-ph-1707225490.jpg

რა ჯდება ბინის დაპროექტება (თუკი მისი გადაკეთებაა საჭირო, ან მომხმარებელს სურს კონკრეტული ცვლილებების შეტანა, უკვე არსებულ პროექტში)?

საცხოვრებელი ფართის პროექტირების კვ.მ-ის ღირებულება სტანდარტულად არის 5$.

რემონტის პროცესში ყველაზე დიდი თანხა რაში იხარჯება?

პირველ რიგში, მასალას გააჩნია. მართალია, მაღალი ხარისხის მასალით მუშაობისას გამძლეობა უფრო დიდი აქვს და ხელოსნის მიერ შესრულებული ეს სამუშაო უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ მაინც დამკვეთზეა დამოკიდებული და მის მოთხოვნებზე. რა უფრო პრიორიტეტულია მისთვის.

განსხვავდება თუ არა ოთახების, ან განსხვავებული დიზაინით დაპროექტებული ბინის რემონტის ღირებულება?

რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ბინის ფასს განსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოების სირთულე და მისი კვადრატულობა. ყველაზე ძვირადღირებულ სივრცეებად სარემონტო სამუშაოების დროს, შეგვიძლია დავასახელოთ აბაზანა და სამზარეულო. აღნიშნულ სივრცეებში რემონტის შესრულება მოითხოვს უფრო მეტი დეტალის გათვალისწინებას.

abazana-sashrobit-ph-1707225518.jpg

რა გავლენას ახდენს მასალის ღირებულება და ხარისხი რემონტის ფასზე, მყისიერად ისახება თუ არა?

რაც უფრო ძვირადღირებულია მასალა, მისი მოწყობა უფრო ძვირი ჯდება. უშუალოდ დამკვეთზეა დამოკიდებული, თუ რა ხარისხის მასალებით სურს შესრულდეს მისი საცხოვრებელი ფართის სარემონტო სამუშაოები.

თქვენი კომპანიის შემთხვევაში, ვიცით, რომ წინასწარ ხდება ვადების და ხარჯის გაწერა. რემონტის პროცესში, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მასალის ან ხელოსნის მომსახურების ფასი გაზრდილა და ეს როგორ ისახება წინასწარ დაანგარიშებულ ფასზე? ამას რამდენად გრძნობს მომხმარებელი?

მსგავსი შემთხვევა ალბათ, ყველა კომპანიას შექმნია, როდესაც მასალის ღირებულება იზრდება, სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესში, მაგრამ ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფასის ცვალებადობა არ აისახოს დამკვეთის ფინანსებზე და მაქსიმალურად მოვერგოთ უკვე გაწერილ ბიუჯეტს, რაზეც შევუთანხმდით დამკვეთს.

kitch-hall-jpg-22-1707225554.jpg

შეჯამებისთვის, 100 კვ.მ ფართობის ბინის რემონტი, ყველაზე ბიუჯეტურად, რამდენ ლარადაა შესაძლებელი?

ამ შემთხვევაშიც, კვ.მ-ის ღირებულება დამოკიდებულია საცხოვრებელი ფართის კონდიციაზე. შავი კარკასის კონდიციით 72 000 ლარი, თეთრი კარკასი - 61000 ლარი, მწვანე კარკასი - 50 700 ლარი. ამ ღირებულებაში გათვალისწინებულია საშუალო (ესპანური) და კარგი (თურქული) ხარისხის მასალებით შესრულება.

R