ქუთაისში პირველი მცირე სატვირთო ტერმინალი აშენდება - ლევან დავითაშვილი

ქუთაისში პირველი მცირე სატვირთო ტერმინალი აშენდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, წელსვე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმა.

„2024 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმა. გეგმის შემუშავების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ასევე, დაწყებულია და გაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და საჰაერო ხომალდებისთვის გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად ახალი ბაქანის მშენებლობა. წელსვე მოეწყობა პირველი ახალი მცირე სატვირთო ტერმინალი ქუთაისში და ეს უკვე სატვირთო ოპერაციების განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მერი ტაბატაძე