„ძალიან ბევრი ავტომობილია შემოსული, ტერმინალებზე მანქანები ვეღარ ეტევა“ - რა სიტუაციაა ქართულ ავტობაზარზე

ავტოიმპორტიორი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციულმა დირექტორმა, ალექსანდრე ვეკუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ გასული წლის საავტომობილო ბაზარი შეაჯამა და 2023 წლის მთავარ ტენდენციებზე ისაუბრა. დირექტორის თქმით, 2023 წელს, 2022-თან შედარებით, რეექსპორტი გაორმაგდა, ყაზახეთის და ყირგიზეთის მიმართულებით კი, რეექსაპორტი 170%-ითაა გაზრდილი.

„გასულ წელს, 20222 წელთან შედარებით, რეექსპორტის მაჩვენებლეი გაორმაგდა, ხოლო ყაზახეთ-ყირგიზეთის მიმართულებით, 170%-ით გაიზარდა რეექსპორტი. რუსეთში მანქანების გაყვანის აკრძალვას არ ჰქონია უარყოფითი შედეგი, ვინაიდან შუა აზიის ქვეყნები მეტად გააქტიურდნენ. ერთადერთი პრობლემა გასულ წელს ის იყო, რომ სომხეთმა რეგულაციები სეცვალა, მაგრამ ყაზახეთმა ეს დანაკლისი სრულად ამოავსო“, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

ამის გარდა, კომერციული დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი ავტომობილია შემოსული, რის გამოც, ტერმინალები მანქანებს ფიზიკურად ვეღარ იტევენ.

„ძალიან ბევრია ვტომობილი შემოვიდა. ამას საავტომობილო პრეპიციტი ეწოდება, ტერმინალზე ადგილებიც აღარ არის და ამის გამო, ბაზარზე მანქანებს ვეღარ ანთავსებენ გასაყიდად. ამან ცოტათი ფასებზეც იმოქმედა, თუმცა დიდი გავლენა არ აქვს სიტუაციაზე, ოპსტიმისტურადაა ბაზარი განწყობილი, მანქანების სიმრავლის გამო კი ფასები მაქსიმუმ 10%-ითაა დავარდნილი“, - აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე