Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6575 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6575 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6587 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 6 თებერვლის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6622 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია.