უამინდობის გამო, 7 თებერვლის საღამოს რეისებიც გაუქმდა - რკინიგზა

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. გაუქმდა შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:

  • ბათუმი-თბილისი №801
  • ზუგდიდი-თბილისი № 869
  • თბილისი-ბათუმი № 804
  • თბილისი-ფოთი 874.

საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:

  • ზესტაფონი-ხაშური №6446
  • ხაშური-ზესტაფონი №6418
  • და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.

მერი ტაბატაძე