რკინიგზის მოძრაობა აღდგა

რკინიგზის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“, - აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზამ 7 თებერვალს რეისები გააუქმა.

მერი ტაბატაძე