საქართველოში ყურძნის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 5 067 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წელს საქართველომ 4 111 ტონა ყურძნის იმპორტი განახორციელა, 2021 წელს 3 493 ტონის, 2020 წელს 2 335 ტონის და ა.შ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შარშან 5 067 ტონა პროდუქტი ქვეყანაში 5,910 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა. შესაბამისად, 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება საშუალოდ 1,17 აშშ დოლარია (გადასახადის გარეშე). ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით, 1 კგ-ის ფასი დაახლოებით, 3,15 ლარი გამოდის. ეს მაშინ, როდესაც, ქსელურ მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 22,50 ლარია. გამოდის, 1 კგ პროდუქტი მაღაზიებში 614%-იანი ფასნამატით იყიდება.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2023 წელს საქართველოში ყურძენი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი სომხეთია 57%-იანი წილით, რომელსაც თურქეთი და უზბეკეთი მოსდევს.
გთავაზობთ, ტოპ-5 იმპორტიორ ქვეყანას: