უნდა ისწავლოთ ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა - რომან გოცირიძე კობახიძეს

გირჩევთ, აიყვანოთ კვალიფიციური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ნუ გაიმეორებთ იმ სასაცილო რიცხვებს, რასაც თქვენი წინამორბედი პრემიერ-მინისტრი ჰყვებოდა, როდესაც ამბობდა, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში ეკონომიკა, 2-ჯერ და 3-ჯერ - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მან ირაკლი კობახიძეს ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევის სწავლა ურჩია.

„გირჩევთ, აიყვანოთ კვალიფიციური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ნუ გაიმეორებთ იმ სასაცილო რიცხვებს, რასაც თქვენი წინამორბედი პრემიერ-მინისტრი ჰყვებოდა, როდესაც ამბობდა, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში ეკონომიკა, 2-ჯერ და 3-ჯერ. უნდა ისწავლოთ ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გარჩევა ერთმანეთისგან. რეალური არის ის, რაც კორექტირდება ინფლაციით, რომელსაც ჰქვია დეფლატორი. 2021 -2022 წლებში ეს დეფლატორი იყო 10.3 % და 9.1%, ამით უნდა შეამციროთ. ამიტომ ნუ ამბობთ ამ რიცხვებს. 11 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, თქვენ ქვეყანას აღორძინებასა და ეკონომიკურ ზრდას ჰპირდებოდით. 11 წლის განმავლობაში ეკონომიკა გაიზარდა 4.4%-ით. წინა ხელისუფლებას რომ ლანძღავთ, იმ ხელისუფლების დროს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 1.4-ჯერ მეტი, 6.1%. არასდროს საქართველოში არ ყოფილა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გარდა 2022 წლისა. ძალიან სასაცილოა, როცა 2021 წელს ადარებთ 2020 წელს, პანდემიის წელიწადს, როდესაც ეკონომიკა დაეცა 6.8%-ით და დაცემულთან შედარებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღეთ. ამაყობთ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდაო. რაც შეეხება 2022 წელს, რუსეთის, ომის ფაქტორი იყო და 100 ათასი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის საქართველოში. ჩემი შეკითხვა მდგომარეობის შემდეგში - 4.4.% ნიშნავს სტაგნაციას, დაკარგულ 11 წელიწადს, დაკარგულ დროს, დაკარგულ შანსებს და განიავებულ ფულს, კიდევ აპირებთ დარჩენილი 10 თვის განმავლობაში 4%-იანი ზრდით იმ პრობლემების გადაჭრას, რასაც ამ პროგრამაში ჰყვებოდით და იტყუებოდით?“- განაცხადა რომან გოცირიძემ.