რა პროექტის განხორციელებას გეგმავს მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ადგილას

ვაკის პარკში, სადაც სასტუმრო „ბუდაპეშტი“ უნდა აშენებულიყო, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

მერიის განმარტებით, რეკრეაციული სივრცის 2500 კვ.მ-ზე მინდორი, ხოლო 500 კვ.მ-ზე საბავშვო სივრცე მოეწყობა.

„ვაკის პარკში, იმ ადგილას, სადაც სასტუმრო „ბუდაპეშტი“ უნდა აშენებულიყო, მერია აწყობს რეკრეაციულ სივრცეს, რომლის დიდი ნაწილი - 2500 კვ.მ არის მწვანე სივრცე (მინდორი), ხოლო 500 კვ.მ ეთმობა საბავშვო სივრცეს“, - განგვიცხადეს თბილისის მერიაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ განსახორციელებელი პროექტის გეგმას:

423737788-2877133005761872-8752499550022774862-n-1707467388.jpg

აღნიშნულ პროექტს ეწინააღმდეგება ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“, რომელმაც დღეს, 9 თებერვალს, 17:00 საათზე, ვაკის პარკში შეკრება დააანონსა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტი იქამდე შეთანხმებულ და შეკვეთილ არქიტექტურულ კონცეფციას ეწინააღმდეგება. კერძოდ, როგორც „პარტიზანულ მებაღეობაში“ განმარტავენ, ტერიტორიაზე უკვე არსებობს ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე, აქედან გამომდინარე, ისინი მოითხოვენ, რომ ადგილზე მხოლოდ მდელო მოეწყოს.

იხილეთ ასევე: „ოროსნის მიერ დახაზული კაუჩუკებიანი მარაზმი“ - რა პროექტის განხორციელებას აპირებს მერია ვაკის პარკში

მერი ტაბატაძე