მაინინგ კომპანიებმა წარმოება შეამცირეს -  რატომ დაიკლო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ

2023 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 7.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ეს კლება განპირობებული იყო აფხაზეთის რეგიონის (-10.8% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (-25.4% წ/წ) მოხმარების მნიშვნელოვანი ვარდნით.

„პირდაპირ მომხმარებლებში მოხმარების კლება უკავშირდება ჯორჯიან მანგანეზის, მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების წარმოების კლებას, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო მათ საბოლოო პროდუქტებზე მოთხოვნისა და ფასების ვარდნასთან.

მათი მოხმარების კლება დაიწყო 2022 წლის მეორე ნახევარში და სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება,“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი