ფუფუნებიდან - ციხემდე: მილიარდერები, რომლებიც გაკოტრდნენ

მილიარდერთა კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური კლუბია, რის წევრობაზეც თითქმის ყველა ოცნებობს.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც წარმატებას წარუმატებლობაც მოსდევს თან და მილიარდერები კოტრდებიან. სტატიაში მათ შესახებ მოგითხრობთ:

1-1707490992.jpg

ალენ სტენფორდი

ალენ სტენფორდი 2,2 მილიარდს ფლობდა და ტკბებოდა თავისი კერძო თვითმფრინავებით, იახტებით და ცხოვრებით. ის ამერიკელი ფინანსისტი და პროფესიული სპორტის სპონსორი იყო.

2009 წელს გაირკვა, რომ სტენფორდმა თავისი მოგება უკანონოდ, Ponzi სქემით მოიპოვა. ის ახლა უსახსროა და გისოსებს მიღმაა მას შემდეგ, რაც 2012 წელს 100-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2-1707491020.jpg

ობრი მაკკლენდონი

Chesapeake Energy-ის თანადამფუძნებელი, პიონერი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიაში, ობრი მაკკლენდონის ქონება 2011 წელს 1,2 მილიარდი დოლარი იყო.

მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მაკკლენდონს Forbes-მა "ამერიკის ყველაზე უგუნური მილიარდერი" უწოდა. მას 2016 წლის მარტში ბრალი წაუყენეს ნავთობისა და გაზის იჯარის ტენდერების გაყალბებაში და ქონება დაკარგა. მალევე გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში.

3-1707491042.jpg

ბერნარდ მედოფი

გარდაცვლილმა ბერნარდ მედოფმა მილიარდები გამოიმუშავა, როგორც მაღალი დონის ფინანსურმა მრჩეველმა. 2009 წელს მან თავი დამნაშავედ ცნო ინვესტორების მოტყუებაში. ბერნარდს მიესაჯა 150 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის 2021 წლის აპრილში, 82 წლის ასაკში გისოსებს მიღმა გარდაიცვალა.

4-1707491069.jpg

ელიზაბეტ ჰოლმსი

ელიზაბეტ ჰოლმსი თავდაპირველად Theranos-ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. მოგვიანებით დააფუძნა სტარტაპი, რომელიც მსოფლიოს სამედიცინო ტესტირებაში სისხლის იაფ ანალიზებს პირდებოდა.

მისი 50%-იანი წილი კომპანიაში 4,5 მილიარდი დოლარი იყო. თუმცა მალე ჰოლმსის მომავალი დაინგრა. მას და მის კომპანიას ბრალი წაუყენეს "მასიური თაღლითობაში" და მისი წმინდა ქონება Forbes-მა 0 დოლარად შეაფასა. ელიზაბეტი ამჟამად ტეხასის მინიმალური უსაფრთხოების დაწესებულებაში იხდის პატიმრობას.

5-1707491092.jpg

ეიკე ბატისტა

ოდესღაც ბრაზილიის და მსოფლიოში მეშვიდე უმდიდრესი ადამიანი, ეიკე ბატისტა ფულს ძირითადად თავისი ბრაზილიური ბუნებრივი რესურსების კომპანიის მეშვეობით აკეთებდა. 2012 წელს მისი ქონება 30 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

მაგრამ მომდევნო ორ წელიწადში მან თითქმის მთელი სიმდიდრე დაკარგა. ბატისტა მის ქონებას 2013 წელს დაემშვიდობა და მალე იძულებული გახდა გადაეხადა ბანკს უზარმაზარი ვალები. მისი იმპერია დაინგრა, საბოლოოდ კი იმავე წლის ოქტომბერში გაკოტრების შესახებ განცხადება გამოაცხადა.

ხუთი წლის შემდეგ, შტატის მთავრობის კონტრაქტების მოსყიდვისთვის, მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

6-1707491115.jpg

ჯოსლინ ვილდენშტეინი

ჯოსლინ ვილდშეტინმა ქონება მას შემდეგ მიიღო, რაც ის დაშორდა უკვე გარდაცვლილ მილიარდერ ხელოვნების დილერს, ალეკ ვილდენშტეინს. ჯოსლინი, რომელიც ცნობილია როგორც Catwoman თავისი გამორჩეული გარეგნობის გამო, თავისი 2,5 მილიარდი დოლარიდან თვეში დაახლოებით 1 მილიონ დოლარს ხარჯავდა. 2018 წლის მან თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

7-1707491135.jpg

ვიჯაი მალია

ინდოეთის უმდიდრესი ალკოჰოლური სასმელების ბარონმა და Kingfisher Airlines-ის მფლობელმა 90-იან წლებში 1,5 მლრდ დოლარი გამოიმუშავა.

მაგრამ 2012 წელს ის მძიმე სიტუაციაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მისმა ახლა უკვე გაუქმებულმა ავიაკომპანიამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დავალიანება დააგროვა. მან სწრაფად დატოვა ინდოეთი, თუმცა გაქცევამ არ უშველა და მისი ექსტრადირება მოახდინეს.

8-1707491156.jpg

პატრიცია კლუგე

სოციალისტი პატრიცია 1981 წელს დაქორწინდა მილიარდერ ტელემაგნატზე, ჯონ კლუგეზე. იმ დროისთვის ამერიკის უმდიდრესი ადამიანი 5 მილიარდ დოლარს ფლობდა. წყვილი 1990 წელს განქორწინდა და პატრიციამ რამდენიმ მლრდ მიიღო.

თუმცა გადაუხდელი სესხებისა და ფინანსური ვარდნის სერიამ პატრიცია აიძულა დაეწყო ავეჯისა და ძვირფასეულობის აუქციონზე გატანა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი