3 მიზეზი, რაც საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ჩრდილს აყენებს

ტურისტი, რომელიც საქართველოში დასვენებას გეგმავს, ხშირად უპირატესობას მეზობელ ქვეყნებს ანიჭებს - ამის მიზეზებზე კომპანია „ინნ გრუპის“ ხელმძღვანელმა, ერეკლე კოკაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„ამ თემაზე ზოგადად რომ ვისაუბროთ, ჩემი პასუხი არის ერთი - სიძვირე. უფრო კონკრეტულად კი პირველ მიზეზად ვიტყოდი იმას, რომ საქართველოში ჩამოსვლა არის ძალიან ძვირი. მეორე მიზეზი არის ძვირი პროდუქცია, ხოლო მესამე - გადასახადები“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

მისი თქმით, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა - იმის ნაცვლად, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ჩასულან მეზობელ ქვეყნებში და ეს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია.

„მეტიც, საქართველოშიც ადგილობრივი დამსვენებლებიც უპირატესობას ანიჭებენ თურქეთში დასვენებას, სადაც უფრო დაბალი ფასები და უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება აქვთ. თუმცა ისეთიც ბევრია, რომლებიც ქვეყანაში დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, ჩემს გორში გახსნილ სასტუმროში, რომელიც გასული წლიდან ფუნქციონირებს, დამსვენებლების უმეტესობა ქართველია“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

ეკა დარჩიაშვილი