OpenAI-ის შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია - ხელოვნური ინტელექტის მომავალი

Microsoft-ის მხარდაჭერით, OpenAI-მ შეძლო, რომ 2023 წლის დეკემბერში, შემოსავლის 2 მილიარდიანი მაჩვენებლისთვის მიეღწია. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

OpenAI თვლის, რომ მას შეუძლია ამ მაჩვენებლის გაორმაგება 2025 წლისთვის, ვინაიდან საზოგადოების მხრიდან, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისადმი ძალიან დიდი ინტერესი არსებობს. ამას კი ისიც ემატება, რომ გენერაციული ინსტრუმენტები უკვე კომერციული დაინტერესების საგანიც გახდა, ცალკეული მსხვილი კომპანიები კი აქტიურად ანაცვლებენ ადამიანურ რესურსებს ხელოვნური ინტელექტით.

კომპანიის წლიურმა შემოსავალმა დეკემბერში 1.6 მილიარდ დოლარს, ChatGPT-ის ზრდის საფუძველზე გადააჭარბა.

OpenAI-ის ხელმძღვანელი, სემ ალტმანი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინვესტორთან, მათ შორის, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, რათა მოიძიონ თანხები ახალი ტექნიკური ინოვაციებისთვის და გაზარდონ მსოფლიოში ჩიპების შექმნის შესაძლებლობები, გააძლირონ AI და ა.შ.

ბაჩანა ტყემალაძე