Tesla-ს ანაზღაურებამ გაჟონა - რამდენს იღებენ ილონ მასკის ქარხნის მუშები

Tesla-მ გასულ თვეში ქარხნის მუშებისთვის ანაზღაურება გაზარდა. Business Insider-ის ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებული მუშები საათში 22-დან 39 დოლარამდე გამოიმუშავებენ.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ ქარხნის მუშები სამ რეგიონად და შვიდ ძირითად დონედ დაყო. მათი ანაზღაურება რეგიონების და დონეების მიხედვით სხვადასხვაა. მაგალითად, ფრემონტის ქარხანაში დასაქმებული პირველი დონის მუშის საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 25 დოლარს შეადგენს, ყველაზე დაბალ ანაზღაურებად რეგიონში კი ხელფასი 22 დოლარს შეადგენს საათში.

Business Insider-ის ინფორმაციით, მუშებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დონეებს შორის ყოველ ექვს თვეში, როგორც მათი მუშაობის, ასევე Tesla-ს საერთო შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, ქარხანაში დასაქმებული პირებისთვის მოქმედებს საბონუსე სისტემა, რომელსაც კიბერ საფულე ჰქვია. გამოცემა წერს, რომ საბონუსე სისტემა დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოსა და Tesla-ს შედეგებზე, თუმცა გაურკვეველია, რას ნიშნავს „Tesla-ს შედეგი“.

picture1-1707547479.png

მერი ტაბატაძე