„ვეიმოს“ უპილოტო ტაქსი სან ფრანცისკოში ველოსიპედისტს დაეჯახა

7 თებერვალს, თვითმართვადი ტაქსი „ვეიმო“ სან ფრანცისკოში ველოსიპედით მოსარგებლეს დაეჯახა. ამ უკანასკნელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

“ვეიმოს“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ინციდენტი სატვირთო მანქანის გამო მოხდა, რომელიც ტაქსის დაეჯახა და ეს უკანასკნელი დამუხრუჭების მიუხედავად, ველოსიპედისტს შეეჯახა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტოში ამერიკაში, ფუნქციონირება დაიწყო ტაქსიმ მძღოლის გარეშე. „ვეიმო“ - ასე ჰქვია ხელოვნური ინტელექტის მიერ მართულ სატრანსპორტო საშუალებას და მისი მომსახურებით სან-ფრანცისკოში უკვე სარგებლობენ. ტაქსის გამოძახება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ხდება და თავდაპირველად მისი მომსახურება უფასო იყო, მოგვიანებით კი გარკვეული ტარიფები დააწესა. გარკვეული გამონაკლისებისთვის კი ტაქსი კვლავ უფასოა, მაგალითად შშმ ეტლით გადაადგილება და ა.შ.

კომპანიას სურდა, რომ თვითმართვადი ტაქსის მომსახურება ლოს-ანჯელესის მასშტაბითაც გაეტანა, მაგრამ იქ სიახლე ჯერ ისევ სატესტო რეჟიმში მუშაობს.

ეკა დარჩიაშვილი