„მომხმარებლები მაღალფასიან საქონელზე გადაჰყავს“ – Amazon-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

Amazon-ს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც „როიტერსი“ წერს, სარჩელის თანახმად, კომპანიას, დამატებითი გადასახადის მიღების მიზნით, ასობით მილიონი მყიდველის მაღალი ფასის საქონელზე გადაყვანაში ადანაშაულებენ.

გამოცემის ინფორმაციით, როდესაც მყიდველები ეძებენ სასურველ პროდუქტს, Amazon დაბალი ფასის მქონე პროდუქტებს ძვირადღირებული პროდუქტის სწრაფი მიწოდების დროით აფერხებს.

„Amazon-ის Buy Box ალგორითმი მოტყუებით უპირატესობას ანიჭებს Amazon-ის მოგებას მაღალფასიანი პროდუქტით და არა მომხმარებელთა კეთილდღეობას“, - აღნიშნულია საჩივარში.

„როიტერსი“ წერს, რომ Amazon-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მერი ტაბატაძე