YouTube არხები, რომლებიც ათეულობით მილიონებს გამოიმუშავებენ

ნიჭიერი კრეატორებისთვის YouTube ფულის გამომუშავების ყველაზე სანდო საშუალებაა. ყველაზე დიდი არხების შემქმნელები საკმაოდ სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებენ.

თუმცა, YouTube-ისგან სარგებლობის მისაღებად არხებმა ჯერ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ ეტაპებს და დაამტკიცონ თავიანთი ღირებულება პლატფორმისთვის.

კერძოდ კი საჭიროა 1000 გამომწერის მოპოვება, 4000 „ყურების საათის“ დაგროვება ან ათი მილიონი ნახვა „YouTube Shorts“-ის მეშვეობით. YouTube იყო პირველი ძირითადი პლატფორმა, რომელმაც პარტნიორობის სისტემა შემოიტანა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმატების მიღწევა YouTube-ზე 2,7 მილიარდიდან მხოლოდ 114 მილიონმა ადამიანმა შეძლო.

წარმოგიდგენთ ყველაზე დიდ YouTube არხებს დღეს:

1-1707558175.jpg

Blackpink: 92,8 მილიონი გამომწერი

Blackpink-ის YouTube-ის სავარაუდო შემოსავალი 69,2 მილიონი დოლარიდან 103,8 მილიონ დოლარამდეა.

Blackpink არის კორეული პოპ/კ-პოპ გოგონების ჯგუფი, რომელიც შედგება ოთხი ნიჭიერი ახალგაზრდა ქალისაგან: ჯისო, ჯენი, ლიზა და როზე.

ახლა Blackpink-ის YouTube არხი არის ყველაზე დიდი კორეული YouTube არხი, მეთორმეტე უდიდესი არხი YouTube-ზე და მეხუთე უდიდესი ინდივიდუალური YouTube არხი.

2-1707558254.jpg

Vlad And Niki: 109 მილიონი აბონენტი

ვლადის და ნიკის YouTube-ის სავარაუდო შემოსავალი 168,8 მილიონი დოლარიდან 254,4 მილიონ დოლარამდეა.

Vlad and Niki არის საბავშვო გასართობი არხი, რომელიც 2018 წლის აპრილში დაიწყო რუს-ამერიკელმა თერთმეტი წლის ვლადისლავ ვაშკეტოვმა და 9 წლის ნიკიტა ვაშკეტოვმა მათი მშობლების, სერგეი და ვიქტორია ვაშკეტოვების საშუალებით.

3-1707558282.jpg

PewDiePie: 111 მილიონი გამომწერი

PewDiePie-ს YouTube-ის სავარაუდო შემოსავალი 58,4 მილიონი დოლარიდან 87,86 მილიონ დოლარამდეა.

ფელიქს არვიდ ულფ კიელბერგი, რომელიც მსოფლიოში უფრო ცნობილია, როგორც PewDiePie, არის მუსიკოსი და პირველი კონტენტის შემქმნელი, რომელიც „მეფობდა“ YouTube-ზე წლების განმავლობაში.

PewDiePie-ს ჰყავდა ყველაზე მეტი გამომწერი YouTube-ის ნებისმიერ არხზე ექვსი წლის განმავლობაში.

ბოლო დროს კიელბერგის შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ის მაინც შესაშურ შემოსავალს იღებს თავისი YouTube არხიდან.

55-1707558309.jpg

Like Nastya: 112 მილიონი გამომწერი

Like Nastya-ს YouTube-ის სავარაუდო შემოსავალი 194.4 მილიონიდან 291.6 მილიონ დოლარამდეა.

ნასტია არის საყვარელი ათი წლის რუსი-ამერიკელი იუთუბერი, რომელიც ქმნის ბავშვებთან დაკავშირებულ ვიდეოებს, მათ შორის საინტერესო საბავშვო ბლოგებს, საგანმანათლებლო სიმღერებს, როლურ თამაშებს და ა.შ.

Like Nastya მეექვსე ადგილზეა ბრენდების არხების ჩამონათვალში. ნასტიამ და მისმა მშობლებმა არხი 2016 წელს შექმნეს, როდესაც ის სულ რაღაც სამი წლის იყო და 2023 წლისთვის მან გადააჭარბა YouTube-ის პირველ ლეგენდას, PewDiePie-ს.

6-1707558331.jpg

MrBeast: 236 მილიონი გამომწერი

MrBeast-ის YouTube-ის სავარაუდო შემოსავალი 84,7 მილიონიდან 127 მილიონამ დოლარამდეა.

Forbes-ის მიხედვით ის 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი იუთუბერი იყო. დონალდსონმა შარშან 82 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში MrBeast-ის არხმა მოიპოვა 50 მილიონი ახალი გამომწერი. 2024 წლის დასაწყისისთვის MrBeast-ს სულ 236 მილიონი გამომწერი ჰყავს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი