პრაღის მეტროპოლიტენი უპილოტო მატარებლებზე გადავა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის მეტროპოლიტენის ოთხი ხაზიდან ორზე, მათ შორის, მშენებარე D-ხაზზე უპილოტო მატარებლები იმოძრავებენ. 69 მატარებლიდან პირველი 2029 წელს გავა ხაზზე. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ავტომატიზაციის შედეგად, პირველ რიგში, ინტერვალები შემცირდება და ხაზის გამტარუნარიანობა გაიზრდება. კერძოდ, მატარებლის მოძრაობას შორის ინტერვალი 115-დან 90 წამამდე შემცირდება.

სადგურებზე, სადაც უპილოტო მატარებლები იმოძრავებენ, დამონტაჟდება დამცავი კედლები კარებით, რომლებიც ავტომატურად მხოლოდ მაშინ დაიხურება და გაიხსნება, როცა მატარებელი ადგილზე იქნება გაჩერებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ