ფოთში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება ილიას ქუჩიდან დაიწყო და ის ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დაათვალიერეს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა ტრანსფერის სახით, ფოთში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციოდ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "შპს ალისას" მილიონ 480 ათასი ლარი გამოუყო.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებზე მოხდება პარაბოლური ტიპის ბეტონის არხების გრუნტში ჩაწყობა, რომელიც უხვი ნალექის გატარებას შეუწყობს ხელს.