დღეიდან ოკაცეს კანიონი ტურისტებისთვის იკეტება

დღეიდან, 12 თებერვლიდან ოკაცეს კანიონი ტურისტებისთვის დროებით იკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.

სააგენტოში, არ აკონკრეტებენ თუ როდიდან შეძლებენ ტურისტები კანიონის კვლავ დათვალიერებას.

თაია არდოტელი