კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 74,173 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც გასულ წლებში ყველზე მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2022 წელს 59,268 მლნ აშშ დოლარის კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი განხორციელდა, 2021 წელს - 45,803 მლნ აშშ დოლარის, 39,645 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.
ამავე მონაცემების მიხედვით, შარშან იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო საფრანგეთი, რომელზეც კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების მთლიანი იმპორტის მაჩვენებლის 19% მოდის, შემდეგია რუსეთი 8,7%-ით და გერმანია - 8,2%-ით.