ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2023 წლის მე-4 კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.
ადმინისტრაციის ცნობით, გასული წლის ბოლო კვარტალში საქართველოში 1 505 240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 161 937, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 343 303 იყო.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, 2023 წლის მე-4 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.9%-ით, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -29%-ით ჩამორჩება.
2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება: