საქართველო ღვინით თვითუზრუნველყოფის მხრივ მსოფლიოს 34 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა და საფარანგეთს უსწრებს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) მიერ შედგენილ 20218-2022 წლების პერიოდის რეიტინგში წერია. კვლევა ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2018-2022 წლების საშუალო მაჩვენებლით, საქართველოში ღვინის წარმოება ღვინის მოხმარების 182%-ს შეადგენს.
პირველ ადგილზე ჩილეა, სადაც წარმოება ღვინის მოხმარების 629%-ს შეადგენს. ღვინით თვითუზრუნველყოფის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, სადაც წარმოება შიდა მოხმარების მხოლოდ 1%-ია.
უნგრეთსა და არგენტინას თანაბარი მონაცემები აქვთ. თურქეთი 103%-ით მე-17, ხოლო უკრაინა 76%-ით 23-ე ადგილზეა.
რუსეთი ღვინით თვითუზრუნველყოფის ანტირეიტინგის 10-ეულშია.
ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.
AAWE-ის ბოლო კვლევით, საქართველო ვენახის სიმჭიდროვით მე-4 ადგილზეა, რითიც იტალიასა და საფრანგეთს უსწრებს. კერძოდ, ქვეყანაში 100 კაცზე 1,32 ჰექტარი, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 132 კვადრატული მეტრი (კვ.მ) ვენახი არის გაშენებული.
იხილეთ ასევე:
საქართველო ვენახის სიმჭიდროვით იტალიასა და საფრანგეთს უსწრებს
მოამზადა ლადო სულაბერიძემ