დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელშიც 2022 წლის პერიოდის შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებზეა საუბარი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, დასახლებების 24 % საშუალო რისკის ზონაშია, 19% დაბალი რისკის, ხოლო 37% ძლიერ დაბალი რისკის ზონაში.
გარდა ამისა, ბიულეტენში აღწერილია 2010- 2022 წლებში მომხდარი მეწყრული პროცესების რაოდენობა. დიაგრამის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაფიქსირდა 1120 მეწყრული პროცესი, ეს მაშინ როდესაც, 2010 წელს 250 იყო.
![426829739-760494629294294-8443290412657351529-n-1707810108.png](/media/uploads/2024/02-13/426829739-760494629294294-8443290412657351529-n-1707810108.png)