აუქციონზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 12 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.300 პროცენტით, მაქსიმალური 14.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.770 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.