Bitcoin-ის ფასმა 52 ათას დოლარს გადააჭარბა - როგორ შეიცვალა სხვა კრიპტო ვალუტების ფასი

Bitcoin-ის ფასი იზრდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა 22,66%-ით არის გაძვირებული, ერთწლიან ჭრილში კი 114,22%-ით. თბილისის დროით 11:30 საათზე, ერთი Bitcoin-ის ღირებულება 52 118 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ერთი Bitcoin-ის ფასი 44 172 დოლარი იყო, თუმცა შემდეგ მისი ღირებულება 39 521 დოლარამდე შემცირდა. 2024 წლის 25 იანვრიდან კი ზრდა დაიწყო და ამ დროისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 52 160 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებას, ასე გამოიყურება:

  • Ethereum ETH - 2,782 დოლარი
  • Tether USDt - 1 დოლარი
  • BNB - 343.31 დოლარი
  • Solana SOL - 115,27 დოლარი
  • XRP - 0.5473 დოლარი
  • Cardano ADA - 0.5775 დოლარი
  • Avalanche AVAX - 41.88 დოლარი
  • Dogecoin DOGE - 0.08579 დოლარი
  • Chainlink LINK - 20.05 დოლარი